ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში მდინარე ბჟუჟი ადიდდა. გურიაში დაიტბორა ეზოები, საფრთხე შეექმნა წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.
სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდანაა შესაძლებელი.
„ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. გურიაში უკვე გამოიდარა. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.