ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა
ჭარბი ნალექმა და სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
დიდ და პატარა ჩაილურში, შიბლიანში, ვერხვიანში, კაკაბეთში, მზისგულში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები. დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეჯოს მერიაში განუცხადეს, მერის, ავთანდილ გულიკაშვილის დავალებით, ხვალ, დილიდან შესაბამისი ჯგუფის მიერ მოხდება ზარალის დათვლა.