თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია.
შემთხვევა ევროპის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო სამსახური მუშაობს. მაშველები წაქცეული ხისგან ტერიტორიას ათავისუფლებენ.
ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.