ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

„ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი, სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ვითარების შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები.

​მივმართავთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს. საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე და გამოიძახონ სამაშველო ჯგუფები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.