ძლიერი წვიმისა და ქარის გამო რუსთავს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა
ძლიერი წვიმისა და ქარის გამო რუსთავს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც პირველ არხს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, მოულოდნელად ძაბვა დაეცა, რის გამოც მთელ ქალაქს, მათ შორის სასიცოცხლო ობიექტებს, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
როდის აღდგება დენის მიწოდება, ჯერ უცნობია.