ძლიერი წვიმის გამო, ხაშურში სახლები დაიტბორა
ძლიერი წვიმის გამო, ხაშურში სახლები დაიტბორა

ხაშურში, ძლიერი წვიმის გამო, მდინარე შოლა ადიდდა და საცხოვრებელი სახლების პირველი სათულები დაიტბორა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, მდინარის წყალმა არხში ვეღარ გაიარა და გზაზე გადავიდა, რის შემდეგაც წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა იმერეთის ქუჩაზე.

ძლიერ წვიმას ქარიც მოჰყვა, წაქცეულია ხეები.

სტიქიის გამო პრობლემები შეიქმნა სურამსა და ოსიაურში, სადაც წვიმის გამო, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა. 

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სურამში ყოფილი სანატორიუმის შენობას ქარმა სახურავი ახადა.