ძლიერი სიცხის გამო საბერძნეთის მთავრობამ ზოგიერთ კომპანიას მოუწოდა, არ დაუშვან, დასაქმებულებმა მზის აქტიურ მონაკვეთში ღია სივრცეებში იმუშაონ
ძლიერი სიცხის გამო საბერძნეთის მთავრობამ ზოგიერთ კომპანიას მოუწოდა, არ დაუშვან, დასაქმებულებმა მზის აქტიურ მონაკვეთში ღია სივრცეებში იმუშაონ

ძლიერი სიცხის გამო საბერძნეთის მთავრობამ ზოგიერთ კომპანიას მიმართა, არ დაუშვან, რომ დასაქმებულებმა მზის აქტიურ მონაკვეთში სამუშაო ღია სივრცეებში შეასრულონ.

სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შუადღიდან 17:00 საათამდე მუშაობა შეჩერდება, კერძოდ, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის, საკვების მიმწოდებლებისა და კურიერებისთვის.

საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურის მატებას 42-43 გრადუსამდე ელოდებიან.

მეტეოროლოგების თქმით, ივლისის ბოლომდე ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ დაიკლებს.