ძლიერი ქარის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს
ძლიერი ქარის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს. როგორც პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, ქარის გამო, არცერთი რეისი არ გადადებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ლილოს დასახლებაში ხე წააქცია. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ძლიერ ქართან დაკავშირებით, სხვა შეტყობინება, ამ დროისთვის, არ შესულა.