ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციაში.
თბილისში სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ. ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.