ძლიერმა ქარმა ჩოხატაურში რამდენიმე კერძო საცხოვრებელი სახლისა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობების სახურავები დააზიანა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სპეციალური შტაბი მუშაობს.
„ქარი უკვე ჩადგა, მაგრამ დაახლოებით 100 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შექმნილია სპეციალური შტაბი, დაითვლება ზარალი და დაზარალებულებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.