ძლიერი ქარის გამო, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში 176 რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო
ძლიერი ქარის გამო, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში 1200 რეისიდან 176 რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო.
რეისები არ შესრულდება ლონდონის, პრაღისა და ციურიხის მიმართულებით.
ტელერადიოკომპანია RTL-ის ინფორმაციით, ამსტერდამში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი ახადა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ჰოლანდიის რამდენიმე რეგიონში კი საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.