ძლიერი ქარის გამო, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში 176 რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო

15:40, 03.01.2018

ძლიერი ქარის გამო, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში 1200 რეისიდან 176 რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო.

რეისები არ შესრულდება ლონდონის, პრაღისა და ციურიხის მიმართულებით.

ტელერადიოკომპანია RTL-ის ინფორმაციით, ამსტერდამში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი ახადა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ჰოლანდიის რამდენიმე რეგიონში კი  საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

მსგავსი