ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ასევე მესამე ადგილისთვის დღეს კიდევ ორი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) იჭიდავებენ. მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.