ძიუდო – პირველი მედალი ბელარუსიიდან | მინსკი 2019 [ვიდეო]

18:42, 22.06.2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ასევე მესამე ადგილისთვის დღეს კიდევ ორი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) იჭიდავებენ. მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.

მსგავსი