ძიუდო - ღვინიაშვილმა ესტონელი მეტოქე დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე რუს სპორტსმენს დაუპირისპირდება | მინსკი 2019 [ვიდეო]
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) ესტონელი მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე რუს სპორტსმენს დაუპირისპირდება.
დღეს, 24 ივნისს, ძიუდოისტებისთვის დასკვნით დღეს, სამი ქართველი – ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.