ძიუდო – ღვინიაშვილმა ესტონელი მეტოქე დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე რუს სპორტსმენს დაუპირისპირდება | მინსკი 2019 [ვიდეო]

12:51, 24.06.2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) ესტონელი მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე რუს სპორტსმენს დაუპირისპირდება.

დღეს, 24 ივნისს, ძიუდოისტებისთვის დასკვნით დღეს, სამი ქართველი – ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

მსგავსი