ძალოსნობის ქართველმა მსაჯმა კობა ობოლაშვილმა პირველი კატეგორიის ლიცენზია მიიღო
ძალოსნობის ქართველმა მსაჯმა კობა ობოლაშვილმა პირველი კატეგორიის ლიცენზია მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ ის ისეთ პრესტიჟულ ტურნირებზე იმუშავებს როგორიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებია. ქართველ მსაჯს ოლიმპიურ თამაშებზეც ვიხილავთ.
უნდა აღინიშნოს, რომ კობა ობოლაშვილისთვის ბათუმის ევროპის ჩემპიონატი პირველი პრესტიჟული ტურნირია, რომელზეც მას მუშაობა მოუწევს.