საქართველოსთვის მორიგი მედლების მოპოვებას დღეს ანტონ პლესნოი ეცდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ და მეორე არხზე [ფოტო]
საქართველოსთვის მორიგი მედლების მოპოვებას დღეს ანტონ პლესნოი ეცდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ და მეორე არხზე [ფოტო]

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ბოლოს წინა დღეს მედლებისთვის საქართველოს სახელით ანტონ პლესნოი იბრძოლებს. ნატურალიზებულმა უკრაინელმა სპორტსმენმა, რომელიც ბოლო ორი წელია საქართველოს მოქალაქეა გულშემატკივარი წარმატებებს შეაჩვია და ამის მოლოდინი დღესაც დიდია. 22 წლის ძალოსანი 23 წლამდელთა შორის, ატაცში ევროპის მოქმედი ჩემპიონია აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედალი აქვს. შარშან აშხაბადში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ანტონმა ატაცშიც და აკვრაშიც ორ-ორი ცდა გამოიყენა და ორჭიდის ჯამში 379 (173+206) კილოგრამით მერვე პოზიცია დაიკავა.

96 კილოგრამი წონითი კატეგორიის „ა“ ჯგუფი სტარტს 20:30 საათზე აიღებს და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველ და მეორე არხზე იქნება შესაძლებელი.

ბათუმი 2019-ზე მედლებისთვის ხვალ კიდევ სამი ქართველი იბრძოლებს.  09:00 საათზე 102 კილოგრამში ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს. 17:30 საათზე კი ტურნირის კულმინაცია დაიწყება და მედლებსა და რეკორდებს ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე შეუტევენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე ექვსი მედალი აქვს. სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში  კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. ასევე აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძეს (67 კგ.) ერგო.