თბილისში, „რიყის პარკში“ ძაღლების საერთაშორისო გამოფენა იმართება.
დღის განმავლობაში კონკურსი ეტაპობრივად, ჯიშების მიხედვით ტარდება. ძაღლების საერთაშორისო გამოფენისთვის უკვე 200–ზე მეტი ძაღლია დარეგისტრირებული. ქართველ მონაწილეებთან ერთად გამოფენაში უცხოელი მონაწილეებიც არიან წარმოდგენილი.
გამოფენა 16:00 საათამდე გაგრძელდება. გამარჯვებულ ძაღლებს წლის თასი, მედლები და სუვენირები გადაეცემათ.