ავსტრალიაში დრონის მეშვეობით მოზარდები სიკვდილს გადაარჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა სიგნალი მიიღეს, რომ ოკეანეში ორი სერფერი იხრჩობოდა და ინციდენტის ადგილას დრონი გაგზავნეს.
უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მოზარდებს ტივტივა ჩაუგდეს, რისი დახმარებითაც მათ ნაპირზე გასვლა მოახერხეს.