დრეზდენში საქართველოს მოქალაქეების დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა
გერმანიის ქალაქ დრეზდენში საქართველოს 15 მოქალაქის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც შვიდი სამართალდამცავი დაშავდა.
გერმანული Die Welt-ის ცნობით, პოლიცია აღნიშნული 15 პირით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მიიღეს შეტყობინება, რომ დრეზდენში, ტრამვაის ერთ-ერთ გაჩერებაზე ისინი მგზავრებს უხეშად ექცეოდნენ და 63 წლის მამაკაცს ცემეს.
შემთხვევის ადგილთან მისულმა პოლიციამ მათგან ვინაობის დამადასტურებელი საბუთები მოითხოვა, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.
სპეცოპერაციის შედეგად რვა ქართველი დააკავეს. დანარჩენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.