ისრაელიდან საქართველოში ორი ავიარეისი შესრულდა, მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო
ისრაელიდან საქართველოში ორი ავიარეისი შესრულდა, მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო

თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ღამით ისრაელიდან ორი ავიარეისი შესრულდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო.

მათი ინფორმაციით, ისრაელში დაძაბული ვითარებაა. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ისრაელში ისმის სროლის ხმები, დაფიქსირდა საცხოვრებელ სახლებში შეჭრის შემთხვევებიც.

რაც შეეხება მგზავრობას, ისრაელიდან ჩამოსული მოქალაქეები აცხადებენ, რომ შეფერხების გარეშე იმგზავრეს.