ისრაელიდან მორიგი ავიარეისით საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა
ისრაელიდან მორიგი ავიარეისით საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით მორიგი ავიარეისი განხორციელდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო.

მათი ინფორმაციით, ისრაელში ვითარება კონტროლის ქვეშაა და ქალაქებში ამ დროისთვის სიმშვიდეა. საქართველოს მოქალაქეების თქმით, ხდება ახალგაზრდების მობილიზება და გაწვევა.

ისრაელიდან დაბრუნებული მგზავრები აცხადებენ, რომ, ძირითადად, დარტყმა თელ ავივმა და აშტოცმა მიიღო.