დოპინგის გამოყენებაში დადანაშაულებული რუსი სპორტსმენები გაამართლეს
დოპინგის გამოყენებაში დადანაშაულებული რუსი სპორტსმენები გაამართლეს

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) დაასრულა 39 რუსი სპორტსმენის საქმის განხილვა, რომლებიც სამუდამოდ იყვნენ დისკვალიფიცირებულნი ზამთრის ოლიმპიადიდან.

CAS-მა 28 სპორტსმენი სრულად გაამართლა. ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის მათი სამუდამო დისკვლიფიკაცია გაუქმებულია.

გამართლებული სპორტსმენების სია ასეთია: დმიტრი ტრუნენკოვი, ალექსეი ნეგოდაილო, ოლგა სტულნევა, ლუდმილა უდობკინა (ყველა – ბობსლეი), ალექსანდრ ტრეტიაკოვი, სერგეი ჩუდინოვი, ელენა ნიკიტინა, ოლგა პოტილიცინა, მარიოა ორლოვა (ყველა – სკელეტონი), ალექსანდრ ლეგკოვი, ევგენი ბელოვი, მაქსიმ ვილეგჟანინი, ალექსეი პეტუხოვი, ნიკიტა კრიუკოვი, ალექსანდრ ბესმერტნიხი, ევგენია შაპოვალოვა, ნატალია მატვეევა (ყველა – თხილამურებით რბენა), ოლგა ფატკულინა, ალექსანდრ რუმიანცევი, ივან სკობრევი, არტიომ კუზნეცოვი (ყველა – ციგურებით რბენა), ტატიანა ივანოვა, ალბერტ დემჩენკო (ორივე – ციგაობა), ეკატერინა ლებედევა, ეკატერინა პაშკევიჩი, ტატიანა ბურინა, ანა შჩუკინა, ეკატერინა სმოლენცევა (ყველა – ჰოკეი).

ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება. რუსეთიდან პიონჩანგში 169 სპორტსმენი მიემგზავრება.