დონალდ ტუსკი - მნიშვნელოვანია, შეიქმნას რწმენა, რომ პოლონეთი არის უკრაინის ყველაზე სანდო, სტაბილური მოკავშირე ბოროტებასთან ბრძოლაში
ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას რწმენა, რომ პოლონეთი არის უკრაინის ყველაზე სანდო, სტაბილური მოკავშირე ამ სასიკვდილო ბრძოლაში ბოროტებასთან, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონლად ტუსკმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.
პოლონეთის მთავრობის ხელმღვანელის თქმით, კიევში ყოფნით ის პოლონეთის უსაფრთხოებას იცავს.
„არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საომარ ძალისხმევაში, ეს უდავოა, ნომერ პირველია. ასევე, არის ბევრი ორმხრივი საკითხი, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ყველამ ვიცით, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და მათზე ვისაუბრებთ, მაგრამ მეგობრობის სულისკვეთებით ვისაუბრებთ, რაც მიზნად ისახავს პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას, რომ არ გამრავლდეს. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, საფრთხეშია მთელი თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოება, განსაკუთრებით პოლონეთის, გეოგრაფიის გამო. ასე რომ, სალაპარაკო ბევრია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ შორის არსებული უთანხმოების მოგვარება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა.