დონალდ ტუსკი - რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს დაეხმარა თავისუფლების დაბრუნებაში, დღეს საფლავში უნდა ბრუნავდეს, სირცხვილი რესპუბლიკელებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორებს აკრიტიკებს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებდა
„რონალდ რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს“, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.
„ამერიკის ძვირფასო რესპუბლიკელო სენატორებო, რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს დაეხმარა, დაგვებრუნებინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, დღეს საფლავში უნდა ბრუნავდეს. სირცხვილი თქვენ“, – წერს დონალდ ტუსკი.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. საუბარია 118 მილიარდი დოლარის პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს 60 მილიარდზე მეტ დახმარებას უკრაინისთვის და 14 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარებას ისრაელისთვის, ასევე თანხებს ტაივანისთვის და საზღვრის უსაფრთხოებისთვის.