აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას
აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას

აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

საუბარია 118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტზე, რომელიც ასევე ითვალისწინებს 60 მილიარდზე მეტ დახმარებას უკრაინისთვის და 14 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარებას ისრაელისთვის.

კანონპროექტს 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 50 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინსვლისთვის 60 ხმა იყო საჭირო.

რესპუბლიკელები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტში არასაკმარისად მკაცრი ზომებია გათვალისწინებული მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.