ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN – ს ახალი სოლგანი მოუფიქრა.
„CNN – ის სლოგანი ასე ჟღერს – ყველაზე სანდო სახელი ახალ ამბებში. ყველამ იცის, რომ ეს ტყუილია, ამერიკელი ხალხის მოტყუებაა. არსებობს სხვა, ბევრი მედიასაშუალება, რომელიც გაცილებით სანდოა ვიდრე CNN -ი. მათი სლოგანი ასეთი უნდა იყოს – CNN – ყველაზე არასანდო სახელი ახალ ამბებში”,- წერს პრეზიდენტი მიკრობლოგ “ტვიტერში”.