დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN-ს ახალი სლოგანი მოუფიქრა

18:53, 09.12.2017

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN – ს ახალი სოლგანი მოუფიქრა.

„CNN – ის სლოგანი ასე ჟღერს – ყველაზე სანდო სახელი ახალ ამბებში. ყველამ იცის, რომ ეს ტყუილია, ამერიკელი ხალხის მოტყუებაა. არსებობს სხვა, ბევრი მედიასაშუალება, რომელიც გაცილებით სანდოა ვიდრე CNN -ი. მათი სლოგანი ასეთი უნდა იყოს – CNN –  ყველაზე არასანდო სახელი ახალ ამბებში”,- წერს  პრეზიდენტი მიკრობლოგ “ტვიტერში”.

 

მსგავსი