დონალდ ტრამპმა ლონდონში ვიზიტი გააუქმა
დონალდ ტრამპმა ლონდონში ვიზიტი გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს.

ტრამპი ლონდონში, ამერიკის საელჩოს ახალი შენობის გახსნაზე უნდა ჩასულიყო.

ვიზიტის გაუქმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრბლოგ „ტვიტერზე“ თავადვე დაწერა და ვიზიტის გაუქმების მიზეზიც განმარტა.

„ლონდონში ვიზიტის გაუქმების მიზეზი ის არის, რომ არ ვარ აღფრთოვანებული ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გროშებად გაეყიდათ ლონდონში საუკეთესო ტერიტორია მხოლოდ იმიტომ, რომ გარეუბანში 1,2 მილიარდ დოლარად ახალი შენობა აეშენებათ. ცუდი გარიგებაა. უნდოდათ, რომ  წითელი ლენტი მე გამეჭრა? – არა!“-  წერს პრეზიდენტი.

ინაუგურაციიდან მალევე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ჩავიდა .

ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი ბრიტანეთში თავადვე მიიპატიჟა.

ტრამპის ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ლონდონში კომენტარს არ აკეთებენ.