დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ჯორჯ პაპადოპულოსს 14 დღით პატიმრობა მიესაჯა
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ჯორჯ პაპადოპულოსს 14 დღით პატიმრობა მიესაჯა

დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ჯორჯ პაპადოპულოსს გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენებების მიცემისთვის სასამართლომ 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამას გარდა, სასამართლომ პაპადოპულოსს 200 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 9500 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.ასევე სასამართლოს მას ერთწლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

პაპადოპულოსმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდება 2017 წლის ოქტომბერში აღიარა. კერძოდ, მან ცრუ ჩვენებები მისცა რუსეთის მოქალაქეებთან მისი
მიმოწერისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის ორგანიზების მცდელობის შესახებ.

ჯორჯ პაპადოპულოსი დონალდ ტრამპის პირველი მრჩეველი იყო, რომელმაც სპეციალურ პროკურორთან რობერტ მიულერთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა.

„ერთადერთი რისი გაკეთებაც მსურდა იყო აშშ-ისთვის სიამაყით მსახურება. საშინელი შეცდომა ჩავიდინე. კარგი ადამიანი ვარ. მზად ვარ, მივიღო განაჩენი”, – განაცხადა პაპადოპულოსმა.