დონალდ ტრამპი ყველა ქვეყანას მოუწოდებს, თალიბების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები მიიღონ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველა ქვეყანას მოუწოდებს, თალიბების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები მიიღონ. ამის შესახებ ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.
„ვგმობ თალიბების მიერ მოწყობილ მზაკვრულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა. ეს სისხლიანი ტერაქტი აშშ-ისა და ჩვენი ავღანელი პარტნიორების შემართებას მხოლოდ გაამყარებს” – ნათქვამია განცხადებაში.
27 იანვარს ქაბულში ტერაქტის შედეგად 95 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო.