თალიბებმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის ნათესავი მოკლეს
თალიბებმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის ნათესავი მოკლეს

თალიბებმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის ნათესავი მოკლეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლები ავღანეთში მომუშავე ჟურნალისტს ეძებდნენ, რა დროსაც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მისი ერთი ნათესავი მოკლეს, ხოლო მეორე დაჭრეს.

თავად ჟურნალისტი ამჟამად გერმანიაშია. კომპანიაში ამბობენ, რომ ავღანეთში მყოფი მისი სხვა ნათესავები ახლა თალიბებს ემალებიან.

„დოიჩე ველეს“ გენერალურმა დირექტორმა მკვლელობა მკაცრად დაგმო და გერმანიის მთავრობას გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„ჩვენი ჟურნალისტის ნათესავის მკვლელობა „თალიბანის“ წევრების მიერ აჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოა ავღანეთში ჟურნალისტების და მათი ნათესავები ყოფნა“,- აცხადებენ „დოიჩე ველეში“.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, თალიბები მიზანმიმართულად ეძებენ ჟურნალისტებს. მათივე ინფორმაციით, „თალიბანის“ მებრძოლებმა „დოიჩე ველეს“ სამი თანამშრომლის სახლი გაჩხრიკეს.

„დოიჩე ველე“ და სხვა გერმანული კომპანიები მოუწოდებენ გერმანიის მთავრობას, სპეციალური ვიზები გასცეს ავღანელი ჟურნალისტებისა და მათი ნათესავებისთვის.

დატოვე კომენტარი