ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი დამსახურებით ჩრდილოეთ კორეასთან ომის თავიდან აცილება მოხერხდა. ამის შესახებ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა.
„ბევრი კარგი დიალოგი ჩრდილოეთ კორეასთან – ყველაფერი მიდის კარგად. არანაირი რაკეტის ან ბირთვული გამოცდა ბოლო 8 თვის განმავლობაში. მთელი აზია აღფრთოვანებულია. მე რომ არა, დღეს ომი გვექნებოდა“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ფარულ ობიექტებზე ბირთვული საწვავის წარმოება გაზარდა.