დონალდ ტრამპი - მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომი გვექნებოდა
დონალდ ტრამპი - მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომი გვექნებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი დამსახურებით ჩრდილოეთ კორეასთან ომის თავიდან აცილება მოხერხდა. ამის შესახებ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა.

„ბევრი კარგი დიალოგი ჩრდილოეთ კორეასთან – ყველაფერი მიდის კარგად. არანაირი რაკეტის ან ბირთვული გამოცდა ბოლო 8 თვის განმავლობაში. მთელი აზია აღფრთოვანებულია. მე რომ არა, დღეს ომი გვექნებოდა“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ფარულ ობიექტებზე ბირთვული საწვავის წარმოება გაზარდა.