დონალდ ტრამპი - ქვეყნის სამხრეთ საზღვართან არალეგალური მიგრაციის კრიზისი მძვინვარებს, თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს ჩვენ დავიწყებთ ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უდიდეს ოპერაციას
დონალდ ტრამპი - ქვეყნის სამხრეთ საზღვართან არალეგალური მიგრაციის კრიზისი მძვინვარებს, თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს ჩვენ დავიწყებთ ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უდიდეს ოპერაციას

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ მილუოკიში, სადაც ის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა, განაცხადა, რომ ახლა ქვეყნის სამხრეთ საზღვართან არალეგალური მიგრაციის კრიზისი მძვინვარებს.

„ჩვენ გვაქვს არალეგალური მიგრაციის კრიზისი და ეს ამ წუთებშიც ხდება, ვიდრე ჩვენ აქ, ამ დარბაზში ვიმყოფებით. ეს მასობრივი შეჭრაა ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, რომელიც ავრცელებს უბედურებას, დანაშაულს, სიღატაკეს, დაავადებებსა და დესტრუქციას საზოგადოებებში მთელ ქვეყანაში. ჩვენ გავხდით ნაგავსაყრელი მსოფლიოსთვის, რომელიც დაგვცინის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

როგორც ტრამპმა განაცხადა, ის დაასრულებს ამ უკანონო მიგრაციულ კრიზისს საზღვრის დაკეტვითა და კედლის მშენებლობის დასრულებით.

„თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს ჩვენ დავიწყებთ ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უდიდეს ოპერაციას“, – განაცხადა ტრამპმა.