დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინი როცა ლაპარაკობს, მთელი ერი ყურადღებით უსმენს, მინდა ჩვენთანაც ასე იყოს
როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საუბრობს, მას მისი ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყურადღებით უსმენს. ვისურვებდი, ჩვენი ხალხიც ასევე იქცეოდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
გადაცემაში Fox & Friends დონალდ ტრამპმა 12 ივნისს სინგაპურში გამართული შეხვედრის დეტალები განიხილა.
ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ.