დონალდ ტრამპი – კიმ ჩენ ინი როცა ლაპარაკობს, მთელი ერი ყურადღებით უსმენს, მინდა ჩვენთანაც ასე იყოს

17:48, 15.06.2018

როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საუბრობს, მას მისი ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყურადღებით უსმენს. ვისურვებდი, ჩვენი ხალხიც ასევე იქცეოდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გადაცემაში Fox & Friends დონალდ ტრამპმა 12 ივნისს სინგაპურში გამართული შეხვედრის დეტალები განიხილა.

ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი