დონალდ ტრამპი ილონ მასკის შეთავაზებას პასუხობს და აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მასკის დახმარება განათლების დეპარტამენტის პრობლემების აღმოფხვრაში დასჭირდება
დონალდ ტრამპი ილონ მასკის შეთავაზებას პასუხობს და აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მასკის დახმარება განათლების დეპარტამენტის პრობლემების აღმოფხვრაში დასჭირდება

მე ეს ძალიან მომეწონებოდა, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკის შეთავაზებას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მასკმა გარკვეული როლი შეასრულოს მის ადმინისტრაციაში.

ტრამპის განცხადებით, ილონ მასკის დახმარება ერთ-ერთი მთავარია მის მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაში. მისივე თქმით, მას დახმარება განათლების დეპარტამენტთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში სჭირდება.

„ეს ის ადგილია, სადაც მე მჭირდება ილონ მასკი, მჭირდება ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი ძალა, გამბედაობა და ჭკუა. მე მინდა, დავხურო განათლების დეპარტამენტი და დავაბრუნო განათლება შტატებში“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ილონ მასკმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციაში გარკვეული როლი შეასრულოს.