დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეას ბრწყინვალე ეკონომიკური პოტენციალი აქვს, კიმ ჩენ ინი ამაში მეთანხმება
“ჩრდილოეთ კორეას ბრწყინვალე პოტენციალი აქვს და ერთ დღესაც უდიდესი ეკონომიკისა და ფინანსების ერი გახდება. კიმ ჩენ ინი ამაში მეთანხმება. ეს მოხდება”, – წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.
პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები შეხვედრის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრნენ.
ურთიერთბრალდებების გამო, 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი სამიტი აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ჩაშალა. თუმცა, ფხენიანის მხრიდან გაკეთებული პოზიტიური გზავნილების შემდეგ, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრა შესაძლოა კვლავ შემდგარიყო.