დონალდ ტრამპი – ჩრდილოეთ კორეას ბრწყინვალე ეკონომიკური პოტენციალი აქვს, კიმ ჩენ ინი ამაში მეთანხმება

10:22, 28.05.2018

“ჩრდილოეთ კორეას ბრწყინვალე პოტენციალი აქვს და ერთ დღესაც უდიდესი ეკონომიკისა და ფინანსების ერი გახდება. კიმ ჩენ ინი ამაში მეთანხმება. ეს მოხდება”, – წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები შეხვედრის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრნენ.

ურთიერთბრალდებების გამო, 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი სამიტი აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ჩაშალა. თუმცა, ფხენიანის მხრიდან გაკეთებული პოზიტიური გზავნილების შემდეგ, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრა შესაძლოა კვლავ შემდგარიყო.

მსგავსი