დონალდ ტრამპი - ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ვარდნის მიზეზი არის რუსეთისა და საუდის არაბეთის დავა, ასევე ყალბი ამბები
ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ვარდნის მიზეზი რუსეთისა და საუდის არაბეთის დავა და ყალბი ამბებია,- ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.
„საუდის არაბეთი და რუსეთი დავობენ ნავთობის ფასსა და ნაკადზე. ეს და ყალბი ახალი ამბები, არის საფონდო ბირჟებზე ვარდნის მიზეზი“, – წერს ტრამპი.
ამასთან, ტრამპი წერს, რომ ნავთობის გაუფასურება მომხმარებლებისთვის კარგია, რადგან საწვავის ფასი იკლებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს უოლ სთრითის საფონდო ბირჟაზე ინდექსების 7%-იანი ვარდნის გამო 15 წუთით ვაჭრობა შეწყდა.