დონალდ ტრამპი – ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ვარდნის მიზეზი არის რუსეთისა და საუდის არაბეთის დავა, ასევე ყალბი ამბები
ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ვარდნის მიზეზი რუსეთისა და საუდის არაბეთის დავა და ყალბი ამბებია,- ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.
„საუდის არაბეთი და რუსეთი დავობენ ნავთობის ფასსა და ნაკადზე. ეს და ყალბი ახალი ამბები, არის საფონდო ბირჟებზე ვარდნის მიზეზი“, – წერს ტრამპი.
ამასთან, ტრამპი წერს, რომ ნავთობის გაუფასურება მომხმარებლებისთვის კარგია, რადგან საწვავის ფასი იკლებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს უოლ სთრითის საფონდო ბირჟაზე ინდექსების 7%-იანი ვარდნის გამო 15 წუთით ვაჭრობა შეწყდა.
Saudi Arabia and Russia are arguing over the price and flow of oil. That, and the Fake News, is the reason for the market drop!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 9, 2020