დონალდ ტრამპი- Amazon-ის გამო აშშ-ის ფოსტა მილიარდობით დოლარს კარგავს
დონალდ ტრამპი- Amazon-ის გამო აშშ-ის ფოსტა მილიარდობით დოლარს კარგავს

დონალდ ტრამპი კომპანია ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ს აკრიტიკებს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, Amazon-ის გამო აშშ-ის ფოსტა მილიარდობით დოლარს კარგავს. მისი თქმით, კერძო კომპანია გადასახადებს არ იხდის.

„ მე მართალი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ აშშ-ის საფოსტო სამსახური Amazon-ზე უამრავ ფინანსურ რესურსს ხარჯავს. ამერიკის ფოსტა Amazon-ის ხელის ბიჭია“ – წერს ტრამპი Twitter-ში.

ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Amazon-ს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს, რის გამოც კომპანიის აქციების ფასი ბირჟებზე დაეცა.

ორშაბათს მათი საფასური 5,21%-ით შემცირდა.