„ამაზონი“ 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს
„ამაზონი“ 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

კომპანია „ამაზონი“ 10 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თანამშრომელთა დათხოვნა კომპანიაში უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება. როგორც მედიასაშუალება წერს, ეს „ამაზონის“  ისტორიაში სამუშაო ადგილების ყველაზე მასშტაბური შემცირება იქნება, რომელიც კორპორატიული თანამშრომლების დაახლოებით სამ პროცენტს შეეხება.

კერძოდ, სამუშაო ადგილები შემცირდება ხმოვანი კონტროლის მოწყობილობების, Alexa-ს მწარმოებელ განყოფილებაში, ასევე ადამიანური რესურსების მართვისა და საცალო გაყიდვის განყოფილებებში.

სააგენტო „როიტერის“ წყარო თანამშრომლების შემცირების მიზეზად გაურკვეველ მაკროეკონომიკურ გარემოს ასახელებს.