დონალდ ტრამპი - კირ სტარმერი გადადგება, მან ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში დიდი კრახი განიცადა, მას წარმატებებს ვუსურვებ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგება. აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტარმერმა ორ მნიშვნელოვან საკითხში – იმიგრაცასა და ენერგეტიკაში წარუმატებლობა განიცადა.
„კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება. მან ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში – იმიგრაციასა და ენერგეტიკაში (ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის გახსნა!) დიდი კრახი განიცადა. მე მას წარმატებებს ვუსურვებ!“ – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს, რადგან მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობა დაკარგა. როგორც „ობზერვერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სტარმერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, მრჩევლებთან, პროფკავშირების ლიდერებსა და ლეიბორისტული პარტიის დონორებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. მათივე ინფორმაციით, სტარმერი თანამდებობის დატოვების ვადებს ისე განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების გადაცემა ორგანიზებულად მოხდეს. სავარაუდოდ, ის ოფიციალურად სექტემბერში, ლეიბორისტული პარტიის ყრილობამდე გადადგება.
ამასთან, „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდა.