Kiu- მ ფილდსის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფრომა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, კანადაში დაფუძნებულ ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გააფართოებს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცესთან ქუთაისის უნივერსიტეტის წვდომას. შესაძლებელი იქნება ერთობლივ კვლევით ინიციატივებში ჩართვა. შეთანხმება ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან დაახლოებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს.