დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის გავლისთვის გადასახადი არ დაწესდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გავლისთვის გადასახადი არც ახლა და არც 60-დღიანი პერიოდის დასრულების შემდეგ დაწესდება, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის არის განსაზღვრული.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი. არც 60-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იქნება გადასახადები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმება არ გაფორმდება იმ მომსახურებისთვის, რომელიც აშშ-მა გაუწია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, როგორც მათმა „მფარველმა ანგელოზმა“ წარსული, მიმდინარე და მომავალი ხარჯების ანაზღაურების მიზნით“, – წერს ტრამპი.