„დოიჩე ველე“ - ქალ სტუდენტებსა და მასწავლებლებს ქაბულის უნივერსიტეტში სიარული აუკრძალეს
ქაბულის უნივერსიტეტის რექტორის, მოჰამედ აშრაფ ჰაირატის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტში აიკრძალა როგორც ქალი სტუდენტების, ისე მასწავლებლების სიარული.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მისი თქმით, აკრძალვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველასთვის არ შეიქმნება ნამდვილი ისლამური გარემო.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ავღანეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებს განათლების მიღება ეკრძალებათ.
„თალიბანის“ მთავრობის მომხრე ჰაირატმა რექტორის პოზიციაზე მუჰამედ ბაბური რამდენიმე დღის წინ შეცვალა. მედიის თქმით, ჰაირატი ხშირად გამოდიოდა ჟურნალისტების მკვლელობის მოწოდებით და მათ უცხოეთის ჯაშუშებს უწოდებდა.
რამდენიმე დღით ადრე, რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ის საშუალო სკოლები გახსნა, რომელშიც მხოლოდ ბიჭები სწავლობენ და სკოლებში მხოლოდ მამაკაცი მასწავლებლების დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
„თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში ქვეყნიდან საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ მოვიდა. 3 სექტემბერს მათ დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელშიც არ არის წარმოდგენილი არც ერთი ქალი. „თალიბანის“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა არ არის აღიარებული საერთაშორსიო საზოგადოების მიერ.