ქაბულის უნივერსიტეტთან აფეთქებას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 65 კი დაიჭრა

08:19, 22.03.2018

33 ადამიანი ემსხვერპლა და 65 დაშავდა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ქაბულის უნივერსიტეტის სიახლოვეს. მსხვერპლის რაოდენობის შესახებ განცხადებას ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით კი, ტერორისტს აფეთქება შეკრებილი ათასობით ადამიანის სიახლოვეს ჰქონდა დაგეგმილი, რომლებიც ნოვრუზის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. მათივე განცხადებით, გაძლიერებული დაცვის გამო, თავდამსხმელმა მეტად მიახლოება ვერ მოახერხა და თავი უნივერსიტეტთან აიფეთქა.

თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება, დაახლოებით,12:00 საათზე მოხდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. როგორც თალიბანი, ასევე ისლამური სახელმწიფო ნოვრუზის აღნიშვნის წინააღმდეგები არიან.

მსგავსი